გუდლაინი THE CHEAPEST ROAMING
Price of Calls

კომპანია GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით "GoodLine" - პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მობილური კავშირის მომხმარებელს საზღვარგარეთ ეკონომიური როუმინგით სარგებლობას. ეს შესაძლებელი გახდა საზღვარგარეთის ოპერატორებთან თანამშრომლობით და საკუთარი ტელეკომუნიკაციური და პროგრამული დამუშავებით. უწყვეტი მუშაობის შედეგად, ქართულ ბაზარზე შემოვიდა ტურისტული სიმბარათი "GoodLine", რომელიც საშუალებას აძლევს აბონენტებს შეამცირონ სასაუბრო ხარჯი მობილურ ტელეფონზე როუმინგით სარგებლობისას. ამასთან ერთად, კომპანიამ დააფუძნა ახალი ტერმინი ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე: "ტურისტული სიმბარათი", რომელიც სწრაფად გავრცელდა და იქცა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის სახელწოდებად.

 

კომპანია "GoodLine" ლიდერია ტურისტული სიმ–ბარათის გაყიდვებში დ.ს.თ–ს ტერიტორიაზე, აკონტროლებს რა ტურისტული სიმბარათების ბაზრის 70%–ს.

 

დღეისთვის, "GoodLine"-ს საქართველოში 22 000 აბონენტზე მეტი ჰყავს, ესენი არიან ტურისტები, ბიზნესმენები და კორპორატიული კლიენტები, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება.