გუდლაინი THE CHEAPEST ROAMING
Goodline
კომპანიის შესახებ
კომპანია GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით "GoodLine" - პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მობილური კავშირის მომხმარებელს საზღვარგარ...
Price of Calls
როგორ დავრეკოთ სიმ-ბარათზე საქართველოდან და რა ღირს?

ზარი GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე საქართველოდან წარმოადგენს საერთაშორისო ზარს ესტონეთში (მობილური ნომერი). საქართველოდან ნომრის აკრეფის წესები იხილეთ განყოფილებაში  "როგორ განვახორციელოთ ზარი სიმ-ბარათზე საქართველოდან"

საქართველოდან GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე ზარის ღირებულებაა 0,30-დან ლარი/წთ. დაწვრილებით იხილეთ განყოფილებაში  "ზარის ღირებულება საქართველოდან ტურისტულ სიმ-ბარათზე"

შესაძლებელია თუ არა ბალანსის შევსება სიმბარათის აქტივაციამდე?

დიახ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ სიმბარათის აქტივაციამდე.

დიდხანს არ ვსარგებლობდი სიმ-ბარათით. მუშაობს იგი თუ არა?

 

ჩადეთ თქვენი სიმ-ბარათი მობილურ ტელეფონში. აკრიფეთ ტელეფონში *146*099# და დააჭირეთ “დარეკვას”. თუ ხდება თქვენი ბალანსის შემოწმება, სიმ-ბარათი აქტიურ მდგომარეობაშია (ნულოვანი ბალანსის შემთხვევაშიც კი) და შეგიძლიათ მისი გამოყენება.

 

ვერ ახორციელებთ გამავალ ზარს.
  1. შეამოწმეთ აკრეფის სისწორე. საჭიროა ნომრის აკრეფა საერთაშორისო ფორმატში. მაგალითად, ზარი თბილისში: +995 32 XX-XX-XX. 
  2. ტელეფონის ზოგიერთი მოდელისთვის, თუ ვერ ხერხდება ზარის განხორციელება ჩვეულებრივი (სტანდარტული) წესით , გამოიყენეთ ზარის განხორციელების ალტერნატიული ხერხი. აგრეთვე ზოგიერთი ტელეფონის მოდელისთვის საჭიროა  პარამეტრების აწყობა ზარის განსახორციელებლად ჩვეულებრივი (სტანდარტული) წესით.
  3. ზარის განსახორციელებლად ჩვეულებრივი სტანდარტული წესით ზოგჯერ როუმინგ-პარტნიორს (ადგილობრივი კავშირის ოპერატორს) შეიძლება შეექმნას დროებითი პრობლემები. მაშინ საჭიროა სხვაზე გადასვლა. (ტელეფონის მენიუ, პარამეტრების აწყობა, ოპერატორის არჩევა ხელით). 
რა სავალუტო კურსით უნდა იყოს გადახდილი კავშირის მომსახურება კორპორატიული ტარიფისთვის?

კავშირის მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის უნდა იქნას გადახდილი საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო კურსით გადახდის მომენტში.

რატომ არის როუმინგი ასეთი იაფი ?

არსებობს რამდენიმე მიზეზი:

  1. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის მობილური კავშირის ოპერატორთან, რომელიც ახორციელებს კავშირის მომსახურებას “GoodLine” ტურისტული სიმ-ბარათებით. ევროკავშირის შიგნით მოქმედებს სპეციალური ფასები როუმინგზე, რომლებიც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნების (მაგალითად, უკრაინის)ოპერატორებისთვის.
  2. GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათებში გამოყენებულია გამავალი ზარის განხორციელების ტექნოლოგია Call Back, რომლის შემთხვევაში ყველა გასული ზარი ხდება შემოსული. ვინაიდან შემოსული ზარი ბევრად უფრო იაფია გასულ ზარზე, აქაც კეთდება ეკონომია.
  3. ჩვენ ვაწესებთ როუმინგზე მინიმალურ საკომისიოს, რის შედეგადაც კავშირი აბონენტისთვის ხდება რამდენჯერმე იაფი. 
როგორ შეუძლია დილერს შეავსოს კლიენტების GoodLine სიმბარათის ბალანსი ?

 არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

 

  • ექსპრეს-გადახდის ბარათების გაყიდვა.
  • დარეგისტრირება და დაშვების მიღება "კონტრ. აგენტის პირად ანგარიშზე". მასზე ფულადი სახსრების შეტანა და თქვენი აბონენტების სიმ-ბარათების ბალანსების შევსება ინტერნეტის საშუალებით.
    ერთი კომპანიისთვის შეიძლება გახსნილი იყოს რამდენიმე პირადი ანგარიში. მაგალითად, თქვენი თითოეული სავაჭრო წერტილისთვის.
  • ერთ-ერთ საგადახდო სისტემასთან შეერთება აგენტის სახით და გადახდების მიღება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება გადახდების მიღებაზე იდება საგადახდო სისტემასთან. პრაქტიკულად ნებისმიერ საგადახდო სისტემას თქვენს რეგიონში შეუძლია თქვენი შეერთება “GoodLine” გადახდების მისაღებად.
  • აბონენტს დამოუკიდებლად შეუძლია შეავსოს თავისი ნომერი ბალანსის შევსების არსებული ხერხებიდან ნებისმიერის გამოყენებით.
როგორ შევავსოთ GoodLine სიმბარათის ბალანსი საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ შეგიძლიათ შეავსოთ GoodLine ტურისტული სიმბარათის ბალანსი:

  • ექსპრეს-გადახდის ბარათით
  • ინტერნეტ ბანკის საშუალებით
  • საბანკო ბარათით ვებგვერდებიდან: unipay.ge, ipay.ge, paybox.ge, mypay.ge, და სხვა
  • eMoney.ge ს საშუალებით
  • შეატყობინოთ თქვენს ახლობლებს, რომ შეავსონ თქვენი ბალანსი საქართველოდან
მოქმედების რა ვადა აქვს GoodLine სიმ-ბარათს?

“GoodLine” ტურისტულ სიმ-ბარათის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია, იმ პირობით, რომ ბალანსის შევსება ხდება  წელიწადში ერთხელ.

დამავიწყდა ჩემი ნომერი. როგორ გავიგო?

აკრიფეთ მობილურ ტელეფონში *146*099# და დააჭირეთ “დარეკვას”. ტელეფონის ეკრანზე გაჩნდება თქვენი სიმ-ბარათის ნომერი და ბალანსის მდგომარეობა.

რა ღირს ზარი GoodLine-დან GoodLine-ზე?

გუდლაინიდან გუდლაინზე ზარის ღირებულება შეადგენს  0,25USD/წთ

რომელი მომენტიდან იწყება ტარიფიკაცია?

ტარიფიკაცია იწყება დაკავშირების იმ მომენტიდან,  როდესაც აბონენტი უპასუხებს ზარს.

კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება ლარებში თუ დოლარებში?

კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება დოლარებში.

შესაძლებელია თუ არა Goodline ტურისტულ სიმ-ბარათზე უფასო SMS-შეტყობინების გაგზავნა?

დიახ. უფასო sms-შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან

რისთვის არის საჭირო “აბონენტის პირადი კაბინეტი
  1. თქვენი ნომრების ბალანსის შესამოწმებლად ინტერნეტის საშუალებით
  2. ზარების, SMS და GPRS-მომსახურების დეტალიზაციის დასათვალიერებლად
  3. GoodLine ტურისტული სიმ-ბარათის ბალანსზე შეტანილი გადახდების ისტორიის დასათვალერებლად
  4. ტარიფების, ახალი მომსახურების და სხვა სიახლეების მისაღებად
რისთვის არის საჭირო “დილერის კაბინეტი

“დილერის კაბინეტის” საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  1. შეავსოთ “GoodLine” ტურისტული სიმ-ბარათების ბალანსები
  2. შეამოწმოთ სიმ-ბარათების ბალანსები
  3. ნახოთ ზარების დეტალიზაცია
  4. ნახოთ შევსების სტატისტიკა თქვენს პირად ანგარიშზე
  5. აგრეთვე რიგი დამატებითი შესაძლებლობები
იქნება თუ არა განთავსებული GoodLine-ის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ჩვენი კომპანიის, როგორც თქვენი დილერის, შესახებ?

რა თქმა უნდა. ჩვენ განვათავსებთ ინფორმაციას თქვენი კომპანიის შესახებ განყოფილებაში "სად შევიძინოთ" და განყოფილებაში "ბალანსის შევსება" (თუ თქვენ აწარმოებთ “GoodLine” ტურისტული სიმ-ბარათების ბალანსების შევსებას). ერთობლივი აქციების ჩატარების დროს შესაძლებელია თქვენი ბანერის განთავსება ჩვენს ვებ-გვერდზე www.goodline.ge