ხშირად დასმული შეკითხვები
- მობილური ტელეფონი არ იჭერს, რა გავაკეთო?
პასუხი:
სიმ-ბარათი აქტივირებულია. მობილური ტელეფონი ავტომატურად რეგისტრირდება
საზღვარგარეთის ადგილობრივი ოპერატორის ქსელში. თუმცა ხანდახან ტელეფონი
შეიძლება დარეგისტრირდეს იმ ოპერატორის ქსელში, რომელსაც არ გააჩნია
როუმინგის სერვისი. ამიტომ, თუ თქვენ ვერ ახორციელებთ, ვერ იღებთ ზარებს,
ვერ აგზავნით SMS- შეტყობინებას ან ვერ ააქტიურებთ ექსპრეს-ბარათს, თქვენი
ტელეფონის მენიუში შეცვალეთ ოპერატორი (Menu – Settings-Network
selection-manual). - შესაძლებელია თუ არა ბალანსის შევსება სიმ-ბარათის აქტივაციამდე?
პასუხი:
დიახ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ სიმ-ბარათის აქტივაციამდე.
- დიდხანს არ ვსარგებლობდი სიმ-ბარათით. მუშაობს იგი თუ არა?
პასუხი:
ჩადეთ თქვენი სიმ-ბარათი მობილურ ტელეფონში. აკრიფეთ ტელეფონში *146*099# და დააჭირეთ “დარეკვას”. თუ ხდება თქვენი ბალანსის შემოწმება, სიმ-ბარათი აქტიურ მდგომარეობაშია (ნულოვანი ბალანსის შემთხვევაშიც კი) და შეგიძლიათ მისი გამოყენება.
- როგორ დავრეკოთ სიმ-ბარათზე საქართველოდან და რა ღირს ეს?
პასუხი:
ზარი GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე საქართველოდან წარმოადგენს საერთაშორისო ზარს ესტონეთში (მობილური ნომერი). საქართველოდან ნომრის აკრეფის წესები იხილეთ განყოფილებაში "როგორ განვახორციელოთ ზარი სიმ-ბარათზე საქართველოდან"
საქართველოდან GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე ზარის ღირებულებაა 0,30-დან ლარი/წთ. დაწვრილებით იხილეთ განყოფილებაში "ზარის ღირებულება საქართველოდან ტურისტულ სიმ-ბარათზე"
- ვერ ახორციელებთ გამავალ ზარს.
პასუხი:
1. შეამოწმეთ აკრეფის სისწორე. საჭიროა ნომრის აკრეფა საერთაშორისო ფორმატში. მაგალითად, ზარი თბილისში: +995 32 XX-XX-XX.
2. ტელეფონის ზოგიერთი მოდელისთვის, თუ ვერ ხერხდება ზარის განხორციელება ჩვეულებრივი (სტანდარტული) წესით , გამოიყენეთ ზარის განხორციელების ალტერნატიული ხერხი. აგრეთვე ზოგიერთი ტელეფონის მოდელისთვის საჭიროა პარამეტრების აწყობა ზარის განსახორციელებლად ჩვეულებრივი (სტანდარტული) წესით.
3. ზარის განსახორციელებლად ჩვეულებრივი სტანდარტული წესით ზოგჯერ როუმინგ-პარტნიორს (ადგილობრივი კავშირის ოპერატორს) შეიძლება შეექმნას დროებითი პრობლემები. მაშინ საჭიროა სხვაზე გადასვლა. (ტელეფონის მენიუ, პარამეტრების აწყობა, ოპერატორის არჩევა ხელით).
- რომელი მომენტიდან იწყება ტარიფიკაცია?
პასუხი:
ტარიფიკაცია იწყება დაკავშირების იმ მომენტიდან, როდესაც აბონენტი უპასუხებს ზარს.
- როგორ შევავსოთ GoodLine სიმ-ბარათის ბალანსი საზღვარგარეთ?
პასუხი:
საზღვარგარეთ შეგიძლიათ შეავსოთ GoodLine ტურისტული სიმ-ბარათის ბალანსი:
- ექსპრეს-გადახდის ბარათით
- შეატყობინოთ თქვენს ახლობლებს, რომ შეავსონ თქვენი ბალანსი საქართველოდან (იხილეთ განყოფილება «ბალანსის შევსება»)
- კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება ლარებში თუ დოლარებში?
პასუხი:
კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება დოლარებში.
- მოქმედების რა ვადა აქვს GoodLine სიმ-ბარათს?
პასუხი:
“GoodLine” ტურისტულ სიმ-ბარათის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია, იმ პირობით, რომ ბალანსის შევსება ხდება წელიწადში ერთხელ.
- დამავიწყდა ჩემი ნომერი. როგორ გავიგო?
პასუხი:
აკრიფეთ მობილურ ტელეფონში *146*099# და დააჭირეთ “დარეკვას”. ტელეფონის ეკრანზე გაჩნდება თქვენი სიმ-ბარათის ნომერი და ბალანსის მდგომარეობა.
- შესაძლებელია თუ არა Goodline ტურისტულ სიმ-ბარათზე უფასო SMS-შეტყობინების გაგზავნა?
პასუხი:
დიახ. უფასო sms-შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან.
- რისთვის არის საჭირო “აბონენტის პირადი კაბინეტი"?
პასუხი:
- თქვენი ნომრების ბალანსის შესამოწმებლად ინტერნეტის საშუალებით
- ზარების, SMS და GPRS-მომსახურების დეტალიზაციის დასათვალიერებლად
- GoodLine ტურისტული სიმ-ბარათის ბალანსზე შეტანილი გადახდების ისტორიის დასათვალერებლად
- ტარიფების, ახალი მომსახურების და სხვა სიახლეების მისაღებად
სიმ-ბარათი GoodLine
აბონენტებს
კორპ. კლიენტებს
დილერებს
© 2008 GoodLine
All rights reserved.
ტელეფონი:
+995 322 10 30 46
+995 322 42 22 34








