ხშირად დასმული შეკითხვები
- რა სავალუტო კურსით უნდა იყოს გადახდილი კავშირის მომსახურება კორპორატიული ტარიფისთვის?
პასუხი:
კავშირის მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის უნდა იქნას გადახდილი საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო კურსით გადახდის მომენტში.
- რატომ არის როუმინგი ასეთი იაფი ?
პასუხი:
არსებობს რამდენიმე მიზეზი:
1. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის მობილური კავშირის ოპერატორთან, რომელიც ახორციელებს კავშირის მომსახურებას “GoodLine” ტურისტული სიმ-ბარათებით. ევროკავშირის შიგნით მოქმედებს სპეციალური ფასები როუმინგზე, რომლებიც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნების (მაგალითად, უკრაინის)ოპერატორებისთვის.
2. GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათებში გამოყენებულია გამავალი ზარის განხორციელების ტექნოლოგია Call Back, რომლის შემთხვევაში ყველა გასული ზარი ხდება შემოსული. ვინაიდან შემოსული ზარი ბევრად უფრო იაფია გასულ ზარზე, აქაც კეთდება ეკონომია.
3. ჩვენ ვაწესებთ როუმინგზე მინიმალურ საკომისიოს, რის შედეგადაც კავშირი აბონენტისთვის ხდება რამდენჯერმე იაფი.
- რა ღირს ზარი GoodLine-დან GoodLine-ზე?
პასუხი:
გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ახორციელებთ ზარს. ღირებულება არის ესტონეთში განხორციელებული ზარის იდენტური.
გადადით განყოფილებაში «ზარის ღირებულება», აირჩიეთ ადგილსამყოფელი ქვეყანა: «რომელი ქვეყნიდან ვრეკავ», აირჩიეთ ქვეყანა ესტონეთი პუნქტში «რომელ ქვეყანაში ვრეკავ». პროგრამა თავად განსაზღვრავს ზარის ზუსტ ღირებულებას.
- კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება ლარებში თუ დოლარებში?
პასუხი:
კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება დოლარებში.
- დამავიწყდა ჩემი ნომერი. როგორ გავიგო?
პასუხი:
აკრიფეთ მობილურ ტელეფონში *146*099# და დააჭირეთ “დარეკვას”. ტელეფონის ეკრანზე გაჩნდება თქვენი სიმ-ბარათის ნომერი და ბალანსის მდგომარეობა.
- შესაძლებელია თუ არა Goodline ტურისტულ სიმ-ბარათზე უფასო SMS-შეტყობინების გაგზავნა?
პასუხი:
დიახ. უფასო sms-შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან.
სიმ-ბარათი GoodLine
აბონენტებს
კორპ. კლიენტებს
დილერებს
© 2008 GoodLine
All rights reserved.
ტელეფონი:
+995 322 10 30 46
+995 322 42 22 34








