ზოგადი ინფორმაცია
კომპანია GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით «GoodLine» — პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მობილური კავშირის მომხმარებელს საზღვარგარეთ ეკონომიური როუმინგით სარგებლობას. ეს შესაძლებელი გახდა საზღვარგარეთის ოპერატორებთან თანამშრომლობით და საკუთარი ტელეკომუნიკაციური და პროგრამული დამუშავებით. უწყვეტი მუშაობის შედეგად, ქართულ ბაზარზე შემოვიდა ტურისტული სიმ–ბარათი «GoodLine», რომელიც საშუალებას აძლევს აბონენტებს 10–ჯერ შეამცირონ სასაუბრო ხარჯი მობილურ ტელეფონზე როუმინგით სარგებლობისას. ამასთან ერთად, კომპანიამ დააფუძნა ახალი ტერმინი ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე: «ტურისტული სიმ–ბარათი», რომელიც სწრაფად გავრცელდა და იქცა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის სახელწოდებად.
კომპანია «GoodLine» ლიდერია ტურისტული სიმ–ბარათის გაყიდვებში დ.ს.თ–ს ტერიტორიაზე, აკონტროლებს რა ტურისტული სიმ–ბარათების ბაზრის 70%–ს.
დღეისთვის, «GoodLine»-ს საქართველოში 3000 აბონენტზე მეტი ჰყავს, ესენი არიან ტურისტები, ბიზნესმენები და კორპორატიული კლიენტები, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
სიმ-ბარათი GoodLine
აბონენტებს
კორპ. კლიენტებს
დილერებს
© 2008 GoodLine
All rights reserved.
ტელეფონი:
+995 322 10 30 46
+995 322 42 22 34








