ხშირად დასმული შეკითხვები
- შესაძლებელია თუ არა ბალანსის შევსება სიმ-ბარათის აქტივაციამდე?
პასუხი:
დიახ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ სიმ-ბარათის აქტივაციამდე.
- როგორ დავრეკოთ სიმ-ბარათზე საქართველოდან და რა ღირს ეს?
პასუხი:
ზარი GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე საქართველოდან წარმოადგენს საერთაშორისო ზარს ესტონეთში (მობილური ნომერი). საქართველოდან ნომრის აკრეფის წესები იხილეთ განყოფილებაში "როგორ განვახორციელოთ ზარი სიმ-ბარათზე საქართველოდან"
საქართველოდან GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათზე ზარის ღირებულებაა 0,30-დან ლარი/წთ. დაწვრილებით იხილეთ განყოფილებაში "ზარის ღირებულება საქართველოდან ტურისტულ სიმ-ბარათზე"
- რატომ არის როუმინგი ასეთი იაფი ?
პასუხი:
არსებობს რამდენიმე მიზეზი:
1. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის მობილური კავშირის ოპერატორთან, რომელიც ახორციელებს კავშირის მომსახურებას “GoodLine” ტურისტული სიმ-ბარათებით. ევროკავშირის შიგნით მოქმედებს სპეციალური ფასები როუმინგზე, რომლებიც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნების (მაგალითად, უკრაინის)ოპერატორებისთვის.
2. GoodLine ტურისტულ სიმ-ბარათებში გამოყენებულია გამავალი ზარის განხორციელების ტექნოლოგია Call Back, რომლის შემთხვევაში ყველა გასული ზარი ხდება შემოსული. ვინაიდან შემოსული ზარი ბევრად უფრო იაფია გასულ ზარზე, აქაც კეთდება ეკონომია.
3. ჩვენ ვაწესებთ როუმინგზე მინიმალურ საკომისიოს, რის შედეგადაც კავშირი აბონენტისთვის ხდება რამდენჯერმე იაფი.
- რა ღირს ზარი GoodLine-დან GoodLine-ზე?
პასუხი:
გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ახორციელებთ ზარს. ღირებულება არის ესტონეთში განხორციელებული ზარის იდენტური.
გადადით განყოფილებაში «ზარის ღირებულება», აირჩიეთ ადგილსამყოფელი ქვეყანა: «რომელი ქვეყნიდან ვრეკავ», აირჩიეთ ქვეყანა ესტონეთი პუნქტში «რომელ ქვეყანაში ვრეკავ». პროგრამა თავად განსაზღვრავს ზარის ზუსტ ღირებულებას.
- რომელი მომენტიდან იწყება ტარიფიკაცია?
პასუხი:
ტარიფიკაცია იწყება დაკავშირების იმ მომენტიდან, როდესაც აბონენტი უპასუხებს ზარს.
- როგორ შევავსოთ GoodLine სიმ-ბარათის ბალანსი საზღვარგარეთ?
პასუხი:
საზღვარგარეთ შეგიძლიათ შეავსოთ GoodLine ტურისტული სიმ-ბარათის ბალანსი:
- ექსპრეს-გადახდის ბარათით
- შეატყობინოთ თქვენს ახლობლებს, რომ შეავსონ თქვენი ბალანსი საქართველოდან (იხილეთ განყოფილება «ბალანსის შევსება»)
- კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება ლარებში თუ დოლარებში?
პასუხი:
კავშირის მომსახურება ტარიფიცირდება დოლარებში.
- მოქმედების რა ვადა აქვს GoodLine სიმ-ბარათს?
პასუხი:
“GoodLine” ტურისტულ სიმ-ბარათის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია, იმ პირობით, რომ ბალანსის შევსება ხდება წელიწადში ერთხელ.
- შესაძლებელია თუ არა Goodline ტურისტულ სიმ-ბარათზე უფასო SMS-შეტყობინების გაგზავნა?
პასუხი:
დიახ. უფასო sms-შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან.
სიმ-ბარათი GoodLine
აბონენტებს
კორპ. კლიენტებს
დილერებს
© 2008 GoodLine
All rights reserved.
ტელეფონი:
+995 322 10 30 46
+995 322 42 22 34








