GPRS/EDGE პარამეტრების აწყობა
GPRS / 3G ხელით აწყობა:
| APN (დაშვების წერტილი) | send.ee |
| Username (მომხმარებლის სახელი) | GoodLine სიმ-ბარათის ნომერი (11 ციფრი)) |
| Password (პაროლი) | ცარიელი ველი (No password – პაროლი არ არის) |
GPRS / 3G აწყობა მოდემის სახით:
SMTP ფოსტის პარამეტრებში საჭიროა სერვერის ჩაწერა: gprsmail.send.ee
თქვენს ტელეფონზე ავტომატური პარამეტრების მიღება:
(პარამეტრების დაყენება თქვენი ტელეფონისთვის შეგიძლიათ საქართველოში ყოფნის შემთხვევაშიც)
- აკრიფეთ თქვენს მობილურ ტელეფონში: * # 06 #
ტელეფონის ეკრანზე გაჩნდება თქვენი ტელეფონის IMEI (სერიული ნომერი). - შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი და IMEI (სერიული ნომერი) ინტერნეტ-ფორმაში
ან აკრიფეთ თქვენს მობილურ ტელეფონში: *146*088*880*ХХХХХХХХХХХХХХХ# და ღილაკი «დარეკვა». (სადაც ХХХХХХХХХХХХХХХ - თქვენი ტელეფონის IMEI ). შეიყვანეთ IMEI გამოტოვების გარეშე, მხოლოდ ციფრები (15 ციფრი). - 5 წუთის განმავლობაში თქვენს მობილურ ტელეფონზე გადაიგზავნება ავტომატური პარამეტრები თქვენი ტელეფონის მოდელისთვის. ავტომატური პარამეტრების აწყობა:
- თქვენს ტელეფონზე მოვა საინფორმაციო sms-შეტყობინება,რომელშიც მითითებული იქნება PIN-კოდი
- რამდენიმე წამში მოვა სერვისული sms-შეტყობინება, ამ შეტყობინების მიღებისას პროგრამა გთხოვთ წინა საინფორმაციო sms-შეტყობინებაში მითითებული PIN-კოდის შეყვანას. შეიყვანეთ PIN-კოდი და დააჭირეთ"ОК". GPRS / 3G პარამეტრები ავტომატურად ჩაიწერება თქვენს ტელეფონში.
ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ GPRS / 3G მომსახურებით.
მნიშვნელოვანია:
თუ ადრე თქვენ გქონდათ დაყენებული საქართველოს ან სხვა რომელიმე კავშირგაბმულობის ოპერატორის პარამეტრები, ეს პარამეტრები აგრეთვე შენახული იქნება თქვენს მობილურ ტელეფონში. პარამეტრებზე გადასასვლელად შედით ტელეფონის მენიუში: განყოფილება “ინტერნეტი” – ქვეგანყოფილება “აწყობა” – ქვეგანყოფილება “კონფიგურაციის პარამეტრები” – ქვეგანყოფილება “კონფიგურაცია” და აირჩიეთ პარამეტრების სიიდან საჭირო კავშირგაბმულობის ოპერატორი.
სიმ-ბარათი GoodLine
აბონენტებს
კორპ. კლიენტებს
დილერებს
© 2008 GoodLine
All rights reserved.
ტელეფონი:
+995 322 10 30 46
+995 322 42 22 34








